აშშ-ში კოვიდ 19-ით გარდაცვლილებს პატივი მიაგეს – თეთრ სახლთან 20 ათასი სკამი განალაგეს

ვაშინგტონში, თეთრ სახლთან კორონავირუსისგან გარდაცვლილი ამერიკელების პატივსაცემად 20 ათასი სკამი დადგეს.

Washingtonian-ის ინფორმაციით, სკამები Ellipse-ის პარკში განთავსდა, თითოეული მათგან ვირუსისგან გარდაცვლილი 10 ამერიკელის სიმბოლოა.

ხსოვნის აქციის ორგანიზატორი Covid Survivors for Change ჯგუფია, რომელშიც გარდაცვლილთა და გადარჩენილთა ნათესავები შედიან.

ისინი მაღალჩინოსნებს მოუწოდებენ , უსაფრთხოებისა და გადარჩენის ეროვნული გეგმის შემუშავებისთვის მეტი გააკეთონ.

“ეს ჩვენი ბებიები და ბაბუებია, ჩვენი მშობლები, დები და ძმები, შვილები, კოლეგები და მეზობლებია. ყველანი ვართ რისკის ქვეშ. არავინ არის ამ პანდემიისგან დაცული. კრიზისუ ჯერ დასრულებული არ არის”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კოვიდ 19 აშშ-ის პრეზიდენტსა და მის მეუღლეს – დონალდ და მელანია ტრამპებს დაუდასტურდათ. თუმცა, სავარაუდოდ, უკვე დღეს თეთრი სახლის ლიდერი საავადმყოფოდან იქნება გაწერილი.

რაც შეეხება აშშ-ში არსებულ კოვიდსტატისტიკას, ქვეყანაში ვირუსი 7 418 107 პირს აქვს დადასტურებული, 209 725 პაციენტი გარდაცვლილია, 2 911 699 განკურნებული.

ჯანმო-მ კოვიდ19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები