სამტრედიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე გაეცნო
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, მერის პირველმა მოადგილემ – გრიგოლ დალაქიშვილმა და ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა – თენგო ცაგურიამ ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში, ახალი ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.
სოფელ ჩხენიშში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა სკვერის რეაბილიტაცია, სადაც უახლოეს მომავალში ატრაქციონები განთავსდება.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში მდინარის გასწვრივ მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები.