ფულადი გზავნილების მოცულობა სექტემბრის ბოლოს 15 %-ით გაიზარდა
“თიბისი კაპიტალის” ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, 20 დან 26 სექტემბრამდე ფულადი გზავნილების მოცულობა უცხოეთიდან 15 %-ით გაიზარდა.
გზავნილების მოცულობა გაზრდილია აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან, სამაგიეროდ, ფულადი გზავნილები შემცირდა რუსეთიდან.
გადარიცხვების დინამიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
ევროკავშირი 17%;
ჩრდილოეთ ამერიკა 43 %;
რუსეთი – 23%;
უკრაინა 253 %;
სომხეთი -23 %;
აზერბაიჯანი 266%.