ფერმერების სამელიორაციო დანაზოგმა 3 599 982 ლარი შეადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 ოქტომბრის მონაცემებით, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 32 122 აბონენტი, ბენეფიციართა დანაზოგმა კი 3 599 982 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, დღეისთვის საქართველოში მთლიანად მელიორირებულია 200 ათასამდე ჰექტარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები