„თეთრი ცხენის ფინალი“ – ფოტოს ისტორია

1923 წელს საფეხბურთო გუნდი „ვესტ ჰემი“ („ჩაქუჩები“) პირველ დივიზიონში აღზევდა და ამავე წელს ისტორიაში პირველად გავიდა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში.

„უემბლიზე“ გასამართ მატჩში მათ მოწინააღმდეგეს „ბოლტონ უონდერერსი“ წარმოადგენდა. ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც „თეთრი ცხენის ფინალი“ და აი, მიზეზიც:

მატჩზე, დაახლოებით, 200 ათასი ქომაგი შეიკრიბა, ტრიბუნებმა ხალხი ვერ დაიტია და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მოედანზე შევარდა. საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება. ცხენოსან პოლიციელთა შორის კი იყო ჯორჯ სქორი, რომელიც დიდ თეთრ (სინამდვილეში, ნაცრისფერ) ცხენზე, ბილიზე იყო ამხედრებული. სწორედ ბილიმ შეიტანა დიდი წვლილი მოედნის ხალხისაგან გასუფთავებაში.

მატჩი „ბოლტონის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ პირველ დივიზიონში წარმატებები არ ჰქონია, თუმცა მომდევნო 10 წლის განმავლობაში სტაბილურად იყო ამ დივიზიონის წევრი და 1927 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გააღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები