ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში” კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი
82 წლის კაცია, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 სექტემბრიდან მკურნალობდა

,,პაციენტის დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის უკმარისობა, ფილტვის შეშუპება, ორმხრივი ტოტალური პნევმონია. თანმხლები დაავადება: გულის მწვავე უკმარისობა.

კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 1-ელ  ოქტომბერს”, – გამაცხადა გია კიკაბიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები