ირაკლი კობახიძე: საარჩევნო სიაში არიან ახალი სახეებიც, შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი არსებითად განახლდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო სიაში, მოქმედ დეპუტატებთან ერთად, ახალი სახეებიც არიან წარმოდგენილი.
შესაბამისად, კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საპარლამენტო გუნდი განახლდება.
“დაახლოებით, 40 დეპუტატია წარმოდგენილი. დანარჩენები ახალი წევრები იქნებიან საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, არსებითად განახლდება ჩვენი საპარლამენტო გუნდი.
ოცეულის შემდეგ არიან წარმოდგენილი კომიტეტების ხელმძღვანელები, მათ შორის, იურიდიული, საფინანსო კომიტეტების წარმომადგენლებიც”, – აღნიშნა კობახიძემ.