ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს (ვიდეო)

კახეთის პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 1-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები