ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0819 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.2059 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2878 ღირდა.
0.0855 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.7560 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8415 იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები