ექიმის შეფასებით, მარნეულში დაპირისპირების დროს დაშვებული მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

“ავერსის” კლინიკის მარნეულის ფილიალის ნევროლოგის, მანანა ნოდიას შეფასებით, მარნეულში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მამა-შვილის, ლაშა და გივი ქველაძეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ნევროლოგის თქმით, გივი ქველაძის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა, გართულებებს არ ელოდებიან.

“ორი პაციენტია ჩვენთან შემოყვანილი – ქველაძე ლაშა და ქველაძე გივი მამა-შვილი არიან.
ქველაძე ლაშს შედარებით მსუბუქად არის, თავისტვინის შერყევა აქვს და ექსკორიაციები აქვს სახესა და თავზე. მამა უფრო რთულად არის შედარებით, აქვს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, ჰაიმორის ძვლის მოტეხილობა იოლი წვდომით და აქვს თავის ტვინის შერყევა ასევე სხეულის დაჟეჟილობა, რის გამოც ამ ადამიანს ძალიან უჭირს გადაადგილება და დღეს ვერ დავაყენეთ ფეხზე. 60 წლის მამაკაცს აქვს არტერიული ჰიპერტენზია და ამ მხრივ არის საყურადღებო. სხვა გართულებები ამ ეტაპზე არ გვაქვს და არ საჭიროებს სხვაგან გადაყვანა”, – ამბობს მანანა ნოდია.

შეგახსენებთ, გუშინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია „მთავარის“ 2 ჟურნალისტსა და 2 ოპერატორს, ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები