პაატა ვარდანაშვილი: შარშან, ოქტომბერში შატილის სკოლა რომ დაიწვა, წელს ახალი აშენდა

„შარშან, ოქტომბერში შატილის სკოლა რომ დაიწვა, წელს ახალი აშენდა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი, პაატა ვარდანაშვილი წერს და ფოტოებს აქვეყნებს.

მისი თქმით, ამჟამად, მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება.

“ეს მხოლოდ სკოლა არაა – პირველ სართულზე სკოლაა, მეორეზე – პანსიონი – პირიქითა ხევსურეთის ყველა სოფლის ბავშვები აქ ცხოვრობენ და სწავლობენ, არა მხოლოდ პირიქითა – ბარიდანაც ადიან ამ სკოლაში სასწავლებლად.

გუშინ დავათვალიერე და ძალიან მომეწონა. ამჟამად ეზოს მოპირკეთება მიმდინარებს, ინვენტარს შეიტანენ და, ალბათ, უახლოეს მომავალში მოსწავლეებიც შევლენ P. S. მორები დამუშავებულია ცეცხლაწინააღმდეგო ხსნარით და სკოლაშ მოწყობილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა”, – წერს პაატა ვარდანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები