მატანის მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები იწყება
რეგიონებში მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამშენებლო პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
როგორც “კვირას” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, ამჯერად, წყლის სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,ჯიპისი“ შეასრულებს.
“სოფელში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს, მოსახლეობა – ძირითადად, საუბნო ონკანებით სარგებლობს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, აშენდება წყლის სათავე ნაგებობები, რეზერვუარი და მრიცხველები მოეწყობა.
სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება, რის შემდეგაც 5 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტს 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.