ცესკო: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევენ

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები აფერხებენ.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი გაიტანონ.

“პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ უშვებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში, რითაც მიზანმიმართულად უშლიდნენ ხელს საარჩევნო პროცესს. ზემოაღნიშნული დასტურდება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხვალ, 30 სექტემბერს ასევე იგეგმება ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე იმ კამპანიური ხასიათის ზეწოლა, რომელიც დაიწყო ცესკოსთან 28 სექტემბერს და დღეს უკვე გაგრძელდა მთაწმინდის და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

” საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას იმისათვის, რომ არ დაუშვას ზეწოლა საკუთარ თანამშრომლებზე.

ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დააკვირდნენ კამპანიური ხასიათის ზეწოლის ფაქტებს, რითაც ხელი ეშლება საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობების განხორციელებაში“, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები