“მობილიზებულია 7 სახანძრო მანქანა” – ხანძარი ახვლედიანის ქუჩაზე

თბილისში, ახვლედიანის N14-ში ხანძარი გაჩნდა.

როგორც “კვირას” შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

“ახვლედიანის ქუჩა N14-ში, იწვის შენობა, ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე არაა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, 7 ეკიპაჟია მობილიზებული”, – განაცხადეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები