ლაგოდეხში, ნინიგორის თემში მიმდინარე წელს 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში 17 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 907 178.54 ლარი გამოიყო.

სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 030 661 ლარი დაიხარჯება.

სოფელ განათლებაში 1 717 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდი მიერ 597 700 ლარი გამოიყო.

სოფელ ქვემო გურგენიანში 1 040 მეტრი სიგრძის მონაკვეთი გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი ღირებულება 682 569 ლარს შეადგენს.

სოფელ ნინიგორში ზემო გურგენიანსა და ხიზაში სათავე ნაგებობის, წყალსადენი მაგისტრალისა და მილ-ხიდების მოწყობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 422 160 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სოფელ ნინიგორსა და ზემო გურგენიანში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო ზემო და ქვემო გურგენიანში გარე განათება დამონტაჟდება.

აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 96 948 ლარს შეადგენს. სოფელ ნინიგორისა და ზემო გურგენიანის საბავშვო ბაღის ეზოს, გასართობი ატრაქციონებისა და სანიტარული კვანძის მოწყობისთვის 34 756 ლარი განისაზღვრა. სოფელ ხიზაბავრაში მინი სტადიონის, სოფელ განათლებაში სკვერის მოწყობისა და სოფელ გელათში სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა განხორციელდა, რისთვისაც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარლებში, 42 384.54 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები