თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტში მოსახლეობის სტიქიური ევაკუაცია დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული “იზვესტია” ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ხალხს ერევანში აგზავნიან.
“ასე პირდაპირ უშვებენ, იქ არავინ ჰყავთ ნათესავი. მაგრამ ამბობენ, რომ აუცილებლად დახვდებიან. ევაკუაციას ერევნის ინიციატივით ხდება”, – იტყობინება “იზვესტიას” კორესპონდენტი.
ამის პარალელურად, აზერბაიჯანის არმია ქალაქ ფიზულის მიმართულებით შეტევას განაგრძობს.
ტელეგრამ-არხის WarGonzo-ს ინფორმაციით, დილით სტეპანაკერტში განგაშის სიგნალიც გაისმა, მოგვიანებით კი ქალაქის ჩრდილოეთ- აღმოსავლეთით საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული.