იენს სტოლტენბერგი – გახარიას: დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

“დიდი მადლობა, ბატონო პრემიერმინისტრო, ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერნინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე – ნატო-სთვის. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერმინისტრო, ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. დიდი მადლობა, ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები