იენს სტოლტენბერგი: საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია

“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერმინისტრთან, გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წვლილი ნატო-ს მისიაში უზარმაზარია.

“საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც სხვადასხვა მხრივ თავისი წვლილი შეაქვს, მათ შორის, ნატო-ს მისიაში – ავღანეთში ჯარების მონაწილეობით. ყველა ვამაყობთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის და ძალიან ვაფასებთ თქვენს უზარმაზარ წვლილს, რომელიც შეგაქვთ საერთო უსაფრთხოების კუთხით ნატო-ს მისიაში თუ სხვადასხვა ოპერაციაში. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით და ვიმსჯელეთ იმ მეთოდებზე, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ჩვენი პარტნიორობა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები