გიორგი გახარია დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია დღეს, 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერთან ერთად, ნატო-ს სათავო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ეწვევა.
შეხვედრის შემდეგ, მხარეების ერთობლივი განცხადებებიცაა დაგეგმილი და ნატო-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა.