მოსკოვში, კორონავირუსის გავრცელების ზრდის ფონზე, სკოლებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

მოსკოვში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში საშემოდგომო არდადეგების ვადა გაიზარდა.

ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განკარგულებით, არდადეგები 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდეა გამოცხადებული.

სტანდარტული გრაფიკით, რუსეთის სკოლებში საშემოდგომო არდადეგები 7-11 ოქტომბრის პერიოდში ცხადდებოდა.

ასევე, რუსეთის დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ პერიოდში დისტანციური გაკვეთილები არ ჩატარდება.

28 სექტემბრის მონაცემით, მოსკოვში ვირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა, რაც 15 ივლისის შემდეგ დღიური გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან კი მოსკოვში სულ 5 203 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები