საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა სულ 5866-ს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 270-ით გაიზარდა და მათი საერთო რიცხვი 2324-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 33 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია  5637 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირებია – 800. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები