გოჩა ენუქიძე: ნიკორწმინდა რაჭის განსაკუთრებული სოფელია თავისი ისტორიული ძეგლით, ამიტომ, ტურისტული თვალსაზრისით უნიკალურ პოტენციალს ფლობს

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ნიკორწმინდის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“ნიკორწმინდა რაჭის განსაკუთრებული სოფელია თავისი ისტორიული ძეგლით, ამიტომ, ტურისტული თვალსაზრისით უნიკალურ პოტენციალს ფლობს.

სწორედ ამიტომ, კეთილმოეწყო ნიკორწმინდის ცენტრალური მოედანი, ტაძრამდე მისასვლელი გზები, აშენდა ტურისტული ობიექტები და რეაბილიტირდა მიმდებარე შენობების გარე ფასადები.
გარდა ამისა, რეაბილიტირდა ნიკორწმინდის ამბულატორია, მოეწყო სპორტული მოედანი სოფელ ნიკორწმინდაში, რეაბილიტირდა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის სახურავი, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა დვლების უბანში, სოფელ კაჩაეთში.

დაწყებულია გაზიფიცირების პროცესიც კაჩაეთსა და ნიკორწმინდაში, რომელიც სრულად მომავალი წლის მარტის თვეში დასრულდება”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები