შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი საპატიო ჯილდო თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს გადაეცა

24 სექტემბერს, „სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლში“ საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული ბიზნეს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ქვეყნის განვითარებაში, რეიტინგების ტოპ ათეულში მაღალი ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, ქველმოქმედებასა და ხელოვნების დარგების დაფინანსება-წახალისების საქმეში შეტანილი წვლილისთვის წარმატებული ბიზნეს კომპანიები დაჯილდოვდნენ.

ბიზნესმენების და კომპანიების გარდა, შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი ჯილდო „person history“- „ადამიანი ისტორია“ გადაეცათ კულტურისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს.

აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ ადამიანებს რომლებმაც ისტორიული კვალი დატოვეს თავიანთ სფეროში მოღვაწეობით და მსოფლიოს მასშტაბით ხელი შეუწყვეს საქართველოს ცნობადობას და პოპულარიზაციას.
კულტურის დარგში ჯილდო გადაეცათ:

მომღერალი ნანი ბრეგვაძე, რეჟისორი რობერტ სტურუა და მხატვარი გოგი მესხიშვილი.
პრესტიჟული ჯილდო person history მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს, პროფესორ თენგიზ ცერცვაძეს მიენიჭა
ჯილდო გადასცა საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის დირექტორმა ქალბატონმა მაკა კუტუბიძემ

ხოლო, სამედიცინო დაწესებულებათა შორის ჯილდო “წლის ლიდერი 2020” (lieder of the year) covid-19-ის წინააღმდეგ ძალისხმევის, კოლექტივის თავგადადებული და ეფექტური ქმედებების საქმეში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლურად თბილისის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს გადაეცა.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელები ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ის თანამშრომლებიც გახდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს covid-19-ის ბრძოლის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები