სომხეთის თავდაცვის უწყება “საზღვართან ცეცხლის შეწყვეტაზე” ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, სომხეთის საზღვართან ბრძოლა აღარ მიმდინარეობს.

მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი 100-120-მდე მერყეობს, მსუბუქი ჭრილობის მქონე სამხედროები შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ უკან ბრუნდებიან.

“რაც შეეხება მძიმედ დაჭრილებს, ზუსტ რიცხვეს ახლა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ვისაც ესაჭიროებოდა ღრმა სამედიცინო დახმარება, ერევანშია გადმოყვანილი”, – თქვა მან.

მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, ყარაბახში სატელეფონო ზარები შეზღუდონ, აუცილებლობის გარეშე ისინი არ განახორციელონ, პირველ ყოვლისა, ჯარის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

ამასთან, ოვანისიანის თქმით, საბრძოლო მოქმედებები არცახისა და აზერბაიჯანის ძალების შეხების წერტილის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს.

“ძირითადი საბრძოლო მოქმედება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მიმართულებებში მიმდინარეობს”, – თქვა მან.

მისი თქმით, სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.

“მათი დანაკარგი ზუსტდება”, – აღნიშნა არცრუნ ოვანისაინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები