მერკელი: შობის დღესასწაულისთვის შესაძლოა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღეში 19 200 შემთხვევა გვქონდეს
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ შობის დღესასწაულისთვის დღეში შესაძლოა, გერმანიას 19 200 ინფიცირებული ჰყავდეს.
ამის შესახებ კანცლერმა თავისი პარტიის პრეზიდიუმთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
“საჭიროა, მკაფიოდ ავარიდოთ ინფექციის ლოკალური წყაროები, წინააღდეგ შემთხვევაში, შობის დღესასწაულისთვის დღეში 19 200 დაავადებული გვეყოლება”, – თქვა მან.
მისივე თქმით, გერმანიის შეშფოთებას ასევე იწვევს ევროპაში ინფიცირებულთა მატება, სადაც ასევე ყველაფერია გასაკეთებელი, რომ რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით არ გაიზარდოს.
მერკელის თქმით, ახლა საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, “ეკონომიკის მხარდაჭერაა საჭირო, არ დაიხუროს სკოლები და ბაღები. ფეხბურთი მეორეხარისხოვანია”.
ასევე, პრობლემურია რესტორნების სტუმრობა და რელიგიური ღონისძიებებზე დასწრება.
26 სექტემბერს გერმანიაში კორონავირუსის 2507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.