რუსეთის საგარეო უწყებაში ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაკეთდა
“მთიან ყარაბაღში ვითარების დაძაბვა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს – მხარეები, ამდენი წლის შემდეგ, მძიმე შეიარაღებას იყენებენ”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრე რუდენკომ.
“ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფორმატში თანამშრომლობა ძალიან წარმატებით ვითარდება. ვიმედოვნებთ, რომ ის, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, შედეგს გამოიღებს. ვითარება ძალიან სახიფათოა, რადგან, 2016 წლიდან პირველად, მხარეები მძიმე შეიარაღებას იყენებენ, არის მსხვერპლიც”, – თქვა რუდენკომ.
ამასთან, რუდენკოს რუსეთში სომხეთის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, რომლის მიხედვით, თურქეთმა სირიის ჩრდილოეთიდან ყარაბაღში 4 ათასი მებრძოლი გადაისროლა.
“ამაზე კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია”, – თქვა დიპლომატმა.