თინა ბოკუჩავა: ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოპოზიცია ერთობლივად იმჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე – უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოპოზიცია ერთობლივად იმჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმების საკითხზე.
მისივე თქმით, უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი.
აზრთა სხვადასხვაობა არსებობს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც იცით, რომ ადამიანების გადასახადების თანხებიდან ფინანსდება. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მისი რეიტინგი მუდმივად ეცემა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამ ტელევიზიას არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა.
ოპოზიცია ერთობლივად იმსჯელებს ამ საკითხზე მას შემდეგ, რაც შეიცვლება ხელისუფლება. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, რომ ეს არხი გახდეს დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გულისხმობს, მათ შორის, ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და არა – მიკერძოებულობას სახელისუფლებო ნარატივისა და სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუმენტად ქცევის, რადაც გადაიქცა ბოლო წლების მანძილზე საზოგადოებრივი მაუწყებელი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ“.