ევროპის საბჭომ აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარი გააკეთა. მოხსენების თანახმად, ევროპის საბჭო ყარაბაღში არსებულ სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

”ჩვენს წევრ ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შეაჩერონ. ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდეგ, ორივე ქვეყანამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება აიღო და ეს ვალდებულება მკაცრად უნდა იყოს დაცული”, – წერია მოხსენებაში.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს სომხეთი-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები