მეოთხე ჩარტერული რეისი დღეს ბერლინის მიმართულებით შესრულდა
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, მეოთხე ჩარტერული რეისი საზღვარგარეთ მიმავალი სტუდენტებისთვის დღეს ბერლინის მიმართულებით შესრულდა.
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ახალგაზრდობის სააგენტომ რიგით მეოთხე სუბსიდირებული რეისი დააორგანიზა, რომლითაც გერმანიაში გაემგზავრნენ სტუდენტები საქართველოდან, რომელთა ნაწილი გერმანიაში სწავლას გააგრძელებს, ნაწილს კი დასაქმების კონტრაქტი აქვს.
ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბერლინში მიმავალი სტუდენტები გააცილა.
აღნიშნული სუბსიდირებული რეისი რიგით მეოთხეა, რომლითაც საქართველოდან ევროპაში ქართველი სტუდენტები გაემგზავრნენ.
ოთხივე რეისი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით განხორცილდა.
საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ჩარტერული ოთხივე რეისით ჯამში 500-მდე ახალგაზრდამ ისარგებლა.
დღევანდელი რეისი ავიაკომპანია “აირზენამ” შეასრულა.