სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სახელმწიფო დროშები დაუშვეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რეგიონის მასშტაბით არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

სოხუმის დაცემის დღიდან 27 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, სამხედრო კო-ნფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები