თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ ჩარკვიანი საკუთარ Facebook გვერდზე წერს.

„ორჯერ ჩატარებული (კოვიდის) ტესტების პასუხები უარყოფითია. უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან. მადლობა დიდი გულშემატკივრობისთვის, ისეთ ენერგეტიკას მაწვდიდით და ეს ისეთი საოცრება იყო, რომ რა შემიძლია? სიკეთით დამებრუნებინოს, დიდი მადლობა”, – წერს ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები