“თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია”

“თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ გარდაცვლილების პროცენტული მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულთან 0,57% გვაქვს, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალია”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა.

„სამწუხაროდ, 1 კვირის განმავლობაში გარდაცვალების 7 შემთხვევა გვაქვს, 2 მძიმე ავადმყოფი იყო ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი. დანარჩენი ასევე მძიმე, კრიტიკული ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდნენ. თუ არ ვცდები 3 შემთხვევა უკავშირდება აჭარას. ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ გადმოყვანილი იყო ბათუმიდან“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები