მარინა ენდელაძე: ბოლო მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 19-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„3 149 პაციენტი გადის მკურნალობას, უმეტესობა სტაციონარში, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე თვითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და იმფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ეტაპზე მყოფი ამ პაციენტებიდან 19 არის კრიტიკული, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები