მარინა ენდელაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, 55 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარას, 41 თბილისს, ხოლო 55 იმერეთს უკავშირდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა ისევ აჭარაშია – 166 , იმერეთში – 55, თბილისში 41 ახალი შემთხვევაა, სამეგრელო-ზემო სვანეთში- 18, გურიაში – ცხრა, ქვემო ქართლში – სამი, სამცხე-ჯავახეთში – ერთი, ასევე ერთი შემთხვევაა კახეთში“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები