კახეთში მიკროავტობუსი ამობრუნდა – 11 ადამიანია დაშავებული, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია

კახეთში, თელავი-ყვარელის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

მიკროავტობუსი, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალიდან ყვარელში რთველში ადამიანები გადაჰყავდა, ცემენტის ბოგირს შეეჯახა და გადაბრუნდა.
მანქანაში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლისა და თელავის კლინიკებში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები