„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით” – Times Higher Education ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე სტატიას აქვეყნებს

„მილიარდერის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი უნივერსიტეტი დიდი ამბიციებით”, – ამ სათაურით გამოცემა Times Higher Education ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაარსებული „ქართუ ფონდის” შეწირულობა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად ახლებური სამეცნიერო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნას, გასული წლის მდგომარეობით, წარმოადგენდა უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის გაღებულ ყველაზე მსხვილ კერძო შეწირულობას, მას შემდეგ, რაც მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი გამოყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად”, – წერს გამოცემა.

სტატიის ავტორის თქმით, მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს ახალ უნივერსიტეტზე დიდ იმედებს ამყარებენ. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთი შეხედვით უცნაურია, რომ 1 მილიარდზე მეტი ევროს ოდენობის შეწირულობა უნივერსიტეტისთვის თითქმის შეუმჩნეველი დარჩათ როგორც აკადემიურ წრეებს, ისე – მედიას.

„საქართველოში ყველაზე შეძლებული ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაარსებული „ქართუ ფონდის” შეწირულობა, რომელიც მიზნად ისახავს სრულიად ახლებური სამეცნიერო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უნივერსიტეტის შექმნას, გასული წლის მდგომარეობით, წარმოადგენდა უმაღლესი განათლების დაწესებულებისთვის გაღებულ ყველაზე მსხვილ კერძო შეწირულობას. მას შემდეგ მაიკლ ბლუმბერგმა 1,8 მილიარდი დოლარი გამოყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მხარდასაჭერად.

ახალი კამპუსის ნაკლებად ცნობილი მდებარეობა ნაწილობრივ ხსნის უნივერსიტეტის გახსნასთან დაკავშირებით ზარ-ზეიმის ნაკლებობას: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შენდება საქართველოს სიდიდით მე-3 ქალაქისა და ისტორიული ცენტრის – ქუთაისის განაპირას, რომელიც შავი ზღვიდან 100 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის სიღრმეში. მიუხედავად ამისა, ახალ კამპუსზე გაწეული ხარჯები შთამბეჭდავია.

ახალმა უნივერსიტეტმა, რომლის მშენებლობა 2016 წელს გამოცხადდა, პირველ სტუდენტებს სექტემბერში უნდა უმასპინძლოს. გამოითქვა იმედი, რომ 2024-25 წლებისთვის უნივერსიტეტს ეყოლება 15 000 სტუდენტი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაკადი უფრო მცირეა, ნაწილობრივ ინგლისურ ენასთან დაკავშირებით არსებული მკაცრი მოთხოვნების გამო – სწავლება მხოლოდ ინგლისურად წარიმართება, რის პრეცედენტიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა”, – ამბობს უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე.

„ჩვენ გვყავდა, დაახლოებით, 1 200 სწავლის მსურველი, თუმცა, გამოცდები მხოლოდ 250-მა გაიარა. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხი და გვაქვს იმედი, რომ ასეც გაგრძელდება,” – განუცხადა მაგდა მაღრაძემ Times Higher Education-ს.

სტატიის თანახმად, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კონცენტრირება ხარისხზე ასევე აისახა აკადემიური პარტნიორის შერჩევაშიც. საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებებში, მათემატიკასა და მენეჯმენტში შემუშავდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელიც გახლავთ გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი. ამ თვეში ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორთა დასს 8 გერმანელი პროფესორი შეუერთდება.

„ჩვენ გვიყვარს ქართული ენა – ჩემი აზრით, საუკეთესო ენა მსოფლიოში, მაგრამ თუ გინდა თანამშრომლობა საუკეთესო კომპიუტერულ მეცნიერებთან, ინგლისურად მოგიწევს მუშაობა”, – აგრძელებს მაგდა მაღრაძე.

ქუთაისის უნივერსიტეტი პირველად საქართველოში უზრუნველყოფს სტუდენტებს სრულფასოვანი კამპუსით, რაც, ქალბატონი მაგდას თქმით, წვლილს შეიტანს უცხოელი სტუდენტების მოზიდვაში”, – წერს ავტორი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 40 მილიონი ევროს ღირებულების კიბოს სამკურნალო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზებს პროტონის მკურნალობას. ამ ცენტრის მიზანია საქართველოში კიბოს მაღალ მაჩვენებლებთან ბრძოლა, რომლებსაც მავანნი უკავშირებენ 1986 წელს ჩერნობილში მომხდარ ბირთვულ კატასტროფას.

„ცენტრი – ისევე, როგორც საქართველოს ახალი უნივერსიტეტი მთლიანობაში – წარმოადგენს ბენეფიციარს იმ ადამიანისა, რომელსაც მოიხსენებენ, როგორც „მილიარდერი დიდი გულით”, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ივანიშვილი რუსეთიდან 20 წლის წინ დაბრუნების შემდეგ იქცა საკმაოდ საკამათო ფიგურად საქართველოში. რუსეთში მან, სხვა ოლიგარქების მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში დააგროვა ქონება. ივანიშვილის გაცხადებული ხელგაშლილობის კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს გახლავთ მისი უზომო გავლენის მაგალითი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე 2013 წელს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ.

ახალი უნივერსიტეტის წყალობით, ჩვენ გვეყოლება მსოფლიოში მოწინავე საგანმანათლებლო რესურსები. ისინი შექმნიან ადამიანურ კაპიტალს, რომელიც ჩვენ გვჭირდება როგორც რეგიონში, ისე – მთელს მსოფლიოში კონკურენციაში მონაწილეობისა და წარმატების მიღწევის კუთხით”, – განაცხადა ივანიშვილმა “სექტემბერში  ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ადგილს მსოფლიო რუკაზე”, – ნათქვამია სტატიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები