“მადლობა შს მინისტრს, ასე რომ წაგვახალისა” – მყვინთავი მაშველი, რომელიც 17 წელია, სიცოცხლის ფასად საყვარელ საქმეს ემსახურება

ქობულეთელი ვახტანგ მელიქიძე 17 წელია, საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა ადამიანების გადასარჩენად იბრძვის. 37 წლის მყვინთავი სამძებრო სამუშაოებს მაშინაც კი ახორციელებს, როცა ხილვადობა ნულის ტოლია. ცდილობს, მთავარ სამიზნეს მანამ მიაგნოს, სანამ სიცოცხლის ნიშანწყალი ჯერ კიდევ შერჩენია.

პროფესიონალი მყვინთავისთვის რთულ პირობებში მუშაობის უმთავრესი ფაქტორი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზაობაა. გამოცდილება და ცოდნა, რომელიც საქართველოსა და საზღვრებს გარეთ გამართულ ტრენინგებზე დააგროვა, კრიტიკულ სიტუაციებში არაერთხელ დახმარებია.

როგორც მყვინთავი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, ევროპული სტანდარტების მქონე ეკიპირების წყალობით ოპერაციის ჩატარება ყველაზე რთულ პირობებშიც უიოლდება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილება მყინთავ-მაშველებისთვის ხელფასის 100%-ით გაზრდაზე მისთვის სტიმულისა და მოტივაციის მიმცემია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები