ვახტანგ გომელაური: ახლაც და მერეც ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება

“ვერცერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და, შესაბამისად, არ მოხდა მათი გამოკითხვა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა.

„წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ განცხადებას აკეთებენ. ალბათ, ერთ არჩევნებს ვერ დამისახელებთ,  არ ყოფილიყო ასეთი განცხადებები, რომ თავდასხმა ხდება, არ იძიებს პოლიცია, ჩართულია მმართველი ძალა, ხელისუფლება და ა.შ. ვერც ერთ საქმეს ვერ მეტყვის ვერავინ, რომ არ მოხდა რეაგირება, არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად, არ მოხდა მათი გამოკითხვა და ა.შ. ვერც 2018 წელს, ვერც 2016-ში და ვერც ადრე. რეაგირება, რა თქმა უნდა, ხდება, თუმცა მათი დასჯა იმის მიხედვით ხდება, როგორც ამას სასამართლო შეაფასებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, ახლაც და არჩევნების დამთავრებამდეც ყველა საქმეზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები