ამირან გამყრელიძე: ადამიანი, რომელიც კორონავირუსზე პასუხს ელოდება, სასურველია, თვითიზოლაციაში იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანი, რომელიც კორონავირუსზე პასუხს ელოდება, სასურველია, თვითიზოლაციაში იყოს.

გამყრელიძის თქმით, აღნიშნული რეკომენდაცია ვირუსის გავრცელებას ხელს შეუშლის.

“ყველა ადამიანს, ვინც ტესტს იკეთებს, განსაკუთრებით – კონტაქტები – ვთხოვ, რომ ტესტს როდესაც აიღებს, სასურველია,  სანამ პასუხს მიიღებს იყოს თვითიზოლირებული, რადგან თუ დადებითია, გავრცელების რისკი თავიდან ავიცილოთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები