ნათია მეზვრიშვილი: აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეჩერდება, 22:00 საათიდან კი რესტორნები დაიხურება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი, მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან მთლიანად შეჩერდება.
„წერტილოვან შეზღუდვებზე გვქონდა საუბარი. ხვალ, 22:00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე, ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.