24 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება
ხვალ, 24 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდება.