თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელებმა დედაქალაქის მერიასთან აქცია გამართეს

დედაქალაქის მერიასთან, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები შეიკრიბნენ და საკუთარი მიწების გამოყენებაზე შესაბამისი ნებართვის მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მშენებლობის გამარტივებულ ნებართვებს ითხოვენ.

მათი თქმით, მიწები კერძო საკუთრებაა და უფლება უნდა ჰქონდეთ, ის სურვილისამებრ გამოიყენონ.

“ვითხოვთ გამარტივებულ მშენებლობის ნებართვებს. ეს არის ჩვენო კერძო საკუთრება, რაზეც სრული უფლება გვაქვს, ჩვენი კერძო საკუთრება გამოვიყენოთ, როგორც ჩვენ გვსურს”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები