“ჩვენი ხელისუფლების მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულობის, გამჭირვალეობისა და სიმშვიდის მაღალი სტანდარტით”

“მუდმივი კონტაქტი გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მხარდამჭერებთან. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პრემიერსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მიზანი არის, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულობის, გამჭირვალეობისა და სიმშვიდის მაღალი სტანდარტით. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიცია ეცდება რადიკალიზაციას და გარკვეული არეულობის შემოტანას. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათ ამის რესურსი არ აქვთ, ასე რომ, არჩევნები ჩაივლის მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და საქართველოსთვის ეს მორიგი წარმატება იქნება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, რობერტ ო ბრაიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები