“დღეს და ხვალ იუსტიციის სახლის მიმდებარედ სივრცე გამოიყოფა, სადაც მსურველებს კორონავირუსის ტესტის აღება შეეძლებათ”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირების გაკეთების მიზნით, თბილისში კარვების დადგმა არ იგეგემება, თუმცა, მისივე თქმით, იუსტიციის სახლის მიმდებარედ გამოიყოფა სპეციალური სივრცეები, სადაც დღეს და ხვალ მსურველებს შეეძლებათ, კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ.

“კარვები არ იგეგმება. მოგიწოდებთ იუსტიციის სახლი, რომ არის იქ უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს-ხვალ ნიმუშის ამღებები იქნებიან და ვისაც გსურთ, შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და აიღოთ ნიმუში, მეორე დღეს პასუხი გექნებათ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები