თამარ გაბუნია: კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ჩატარებული დიდი რაოდენობის ტესტირებების გამო, პასუხებზე დაყოვნების დრო დაახლოებით 3 დღემდე გაიზარდა.

გაბუნიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც ტესტის გადამოწმება ხდება, რისთვისაც დამატებითი დროა საჭირო.

„ტესტის პასუხის 7-8 დღიანი დაგვიანება ნამდვილად არ ყოფილა. იყო გარკვეული დაგვიანება იმ კუთხით, რომ თუ ჩვენ წარსულში 24 საათში გვქონდა ხოლმე პასუხები, დიდი რაოდენობით ტესტების გამო დაყოვნების დრო გაიზარდა დაახლოებით 3 დღემდე. ხშირად საჭირო ხდება პასუხის გადამოწმება და ამას შესაძლოა, დამატებითი დრო დასჭირდეს. საველე ტესტირებების პასუხები ამ ეტაპისთვის სრულიად ამოწურულია და ხვალ-ზეგ დავბრუნდებით ისევ 24-საათიან ტესტირებებს. მთავარი არის ის, რომ როდესაც ადამიანი არის მომლოდინე რეჟიმში, დაიცვას თვითიზოლაცია“, – განაცხადა გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები