ხუნდაძე – სააკაშვილზე: მისი მიდგომა არათუ არასერიოზულია, არამედ – სახიფათო

„მე არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერსა და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურ მხსნელად, თითქოს, ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციისა, მაგრამ, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე ვერ შეინახა ის, რასაც ფიქრობდა.

„ის ამბობს დღეს, რომ ან ხელისუფლებაში უნდა იყოს ,,ნაციონალური მოძრაობა,, და მიხეილ სააკაშვილი, ან ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ასე რომ, ასეთი მიდგომა არათუ არასერიოზულია, არამედ – სახიფათო და მე ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ და უფრო მაღალ ხარისხში გაითვალისწინებს ,,ნაციონალური მოძრაობის,, შესაძლო თეორიულ რისკებს, რომელიც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მოიგებს არჩევნებს ან საქართველო დაიღუპება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები