გიგი უგულავა – სააკაშვილზე: სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ თავისი რეალური სურვილი არ გამოეჩინა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

უგულავას თქმით, საქართველოს მომავლისკენ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. სამწუხაროდ, ის რასაც გვთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად,  არის უკვე წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და, შესაბამისად, 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუსკვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ამ ქვეყანას სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი პარტია თავის მიმართებებში და სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა – “მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფიდან. თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ,,ნაციონალური მოძრაობა,, ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ – სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები