კახა კალაძე: არ ვფიქრობთ, რომ “ნაცმოძრაობა” არის მთავარი კონკურენტი, დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა

“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი კონკურენტი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხზეა დამოკიდებული, მომდევნო პარლამენტში თუ ვინ და რამდენი პოლიტიკური პარტია შევა.

“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი კონკურენტი. დღეს ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, ვისაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ ვინ და რამდენი პოლიტიკური პარტია შევა მომდევნო პარლამენტში”, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები