უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული, ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, ინსულტის გამო გარდაიცვალა

უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული, ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, ინსულტის გამო გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

- რეკლამა -

- რეკლამა -

“20 სექტემბერს, 23:00 საათზე სოფელ ბორითში არსებულ პერსონალის საცხოვრებელ ბანაკში უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული, ჩინეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, განვითარებული ინსულტის გამო გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ამჟამად გადსვენებულია ქუთაისის პროზექტურაში და სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს უბისა-შორაპნის გზის მშენებლობაზე დასაქმებული, ჩინეთის მოქალაქის გარდაცვალების გამო”, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები