გურამ ნიკოლაშვილი: ევროპარლამენტი აღიარებს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს

“ევროპარლამენტი აღიარებს რეფორმების განხორციელებაში საქართველოს ბოლოდროინდელ პროგრესს”, – განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის” დღის ქრონიკაში ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის მთავარი გზავნილებზე საუბრისას.

“საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი პარტნიორია და მუდმივად ღრმავდება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა. ასეთია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის მთავარი გზავნილები. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია “კოვიდ-19″- ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ეფექტური ბრძოლა. 552 ხმით დამტკიცებულ დოკუმენტში საქართველო არაერთი რეფორმისთვის შეაქეს. თუმცა, რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია, მეტიც, მათ ნაწილს ამაზე კრიტიკული დოკუმენტი არც კი უნახავს. ოპოზიციამ, ტრადიციულად, რეზოლუციაში დაფიქსირებული პუნქტები ხელისუფლების გაფრთხილებად მონათლა. ზუსტად იმავე ტექსტზე ხელისუფლებასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს სრულიად დადებითი პოზიცია აქვს. ყველა დამსახურება, რაც რეზოლუციაში მკაფიოდაა აღნიშნული, მმართველი გუნდის აზრით, მისი დამსახურებაა”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები